2011 წელს სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახის წევრებისთვის მშობიარობა უფასო იქნება. ამის შესახებ, "თავისუფალი-დემოკრატების" საკრებულოს ჯგუფის წევრამ ვიქტორ დოლიძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხდა.
"თავისუფალი-დემოკრატების" პროგრამული წინადადებიდან "მცირე ბიზნესის ხელშეწყობის" მივაღწიეთ, რომ სიღარიბის ზღვარზე მყოფი ოჯახის წევრებისთვის მშობიარობა 2011 წელს იქნება უფასო", _ განაცხადა ვიქტორ დოლოძემ.
მისივე თქმით, გადაწყვეტილია უსინათლოთა გამყოლებისთვის საქალაქო ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა.
გარდა ამისა, მიღწეულია შეთანხმება, რომ ქალაქის მერის ფონდი (ორი მილიონი ლარი) ძირითადად დაიხარჯება თანამოქალაქეების რეფარალური და ურგენტული მკურნალობის ხარჯების დაფინანსებაზე, რის მონიტორინგსაც ჩაატარებს ჩვენდამი რწმუნებული კომისია.