ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
ყველა დროის რეკორდსმენმა ატაცში 217, ხოლო აკვრაში 245 კილოგრამი დაძლია და თითოეულ დისციპლინაში ოქრო მოიპოვა.
ტალახაძის ანგარიშზე ორჭიდის ჯამში 462 კილოგრამი დაფიქსირდა და ქართველმა გოლიათმა კარიერაში მეექვსედ მოიპოვა კონტინენტის ჩემპიონის ტიტული.