კვირას, 5 ივნისს, დილით უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევის ოლქის ობუხოვის რაიონში რუსული რაკეტა ჩამოაგდო. ინფორმაციას კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
"დღეს, დილით, ობუხოვის რაიონში საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის რაკეტა ჩამოაგდო. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის. ინფორმაცა ზუსტდება", - ნათქვამია განცხადებაში.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ მოქალაქეებს საჰაერო თავდაცვის დროს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.
ამათან, დილის 6 საათზე კიევის მარცხენა სანაპიროზე 5 აფეთქების ხმა გაისმა. უკრაინის დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს კიევის დარნიცკისა და დნიპროვსკის რაიონებში, იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.