უკრაინის დროშა, რომელიც მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხნის თავზე იყო აღმართული, უკრაინის ისტორიის ეროვნულ მუზეუმს გადაეცა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.
დროშა "აზოვსტალის" ქარხნიდან დაჭრილი უკრაინელი დამცველების ევაკუაციის დროს გაიტანეს.
მუზეუმისთვის დროშის გადაცემის ცერემონიას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი, მარიუპოლის დამცველები და იმ უკრაინელი სამხედროების ცოლები ესწრებოდნენ, რომლებიც რუსეთის ტყვეობაში იმყოფებიან.