გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ეწვია, სადაც სოფელ აღდგომლიანთკარში მდინარე შორიხევზე დასრულებული ნაპირსამაგრი სამუშაოები მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ადიდებული მდინარე წლების განმავლობაში აზიანებდა სოფელთან მისასვლელ გზას და საფრთხეს უქმნიდა ადგილოვრივ მოსახლეობას. მდინარის ნაპირზე აღდგენილია 258 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი გაბიონი.
ნაპირსამაგრ სამუშაობზე, რომელსაც შპს "სერვის კომპანი" ასრულებდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 180 ათასამდე ლარი დაიხარჯა.