უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ეხმიანება საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, რომელმაც განაცხადა, რომ პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული.
"რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და სხვა ნებისმიერ ქვეყანას ამცირებს, რომელიც ამას მოითხოვს. იმიტომ, რომ რუსეთი თავად იმცირებს თავს. უმჯობესია, ჩვენ ყველამ ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ მივუჩინოთ რუსეთს თავისი ადგილი, ეს დააბრუნებს მშვიდობას და გადაარჩენს სიცოცხლეს", - წერს კულება.