"თავისუფალი-დემოკრატები" საკრებულოს სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის უფასო მგზავრობის წესის დაკანონებას და საქალაქო ტრანსპორტის ხელოვნური მომგებიანობის გაუმართლებელი მექანიზმის დაკანონებაზე უარის თქმას თავაზობსა.
ამის შესახებ, ფრაქცია "დედაქალაქის" წევრმა ზურაბ აბაშიძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"შეღავათების მქონე სისიტემის შენარჩუნების პირობებშიც კი, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მგზავრობის ხარჯები გაიზრდება 5 თეთრით", -აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.