დასავლეთმა აიღო კურსი მართლმადიდებლობის განადგურებისა და ყველაფრის მოსპობისკენ, რაც დაკავშირებულია რუსეთთან და სლავებთნ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. იუწყება რუსული სახელმწიფო მედია "რია ნოვოსტი".
"ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობით უნდა დავიცვათ ქრისტიანებისა და მართლმადიდებლების უფლებები. განსაკუთრებით ვახსენებ მართლმადიდებლობას, რადგან ბოლო წლებში, ისევ ამერიკელების ინიციატივით, რომლებიც აქტიურად მანიპულირებენ კონსტანტინოპოლის პატრიარქით, ძალიან სამწუხაროდ, აღებულია კურსი მართლმადიდებლობის გასანადგურებლად.
თქვენ იცით, როგორი ძირგამომთხრელი მოქმედებები იქნა მიღებული უკრაინაში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ. იქ შეიქმნა კვაზისტრუქტურა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სახელწოდებით. თქვენ იცით, როგორ ცდილობენ სირიის მართლმადიდებლური ეკლესიის დაშლას, იგივე ეხება სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასაც", - განაცხადა აგრესორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
"ეს არის შეგნებული ხაზი, რომელიც ჯდება დასავლეთის ამჟამინდელ კურსში, ძირი გამოუთხაროს ყველაფერს, რაც უკავშირდება სლავებს, მართლმადიდებლობას", - თქვა ლავროვმა.