ხვალ, 30 ნოემბერს, კომპანია "თელასი" მოხუცთა თავშესაფარში "კათარზისი" მორიგ საქველმოქმედო აქციას გამართავს.
აქციის ფარგლებში "კათარზისს" ზამთრის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური დაეფარება.
შესაბამის სერტიფიკატს სათნოების სახლს „თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ფანცულაია გადასცემს.
აგრეთვე მოხუცთა თავშესაფარს „თელასის" მიერ შეძენილი 5 ათასი ლარის ღირებულების სურსათი გადაეცემა.
აქცია "კათარზისში" (დავით აღმაშენებლის გამზირი N121) 30 ნოემბერს 13 საათსა და 30 წუთზე ჩატარდება.