აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახური ციტრუსის პლანტაციების მონიტორინგს განაგრძობს.
დღეს სამსახურის სპეციალისტებმა ციტრუსოვან პლანტაციებში მონიტორინგი სოფელ ლეღვაში განახორციელეს.
სპეციალისტთა განცხადებით, იმ მებაღეებმა, რომლებმაც ციტრუსის მოვლის დროს, მანდარინის ბაღი სეზონის განმავლობაში ოთხჯერ შეწამლეს, ნაყოფი მავნელის (ვერცხლისებრი ტკიპის) მიერ არ არის დაზიანებული.
დღესვე სპეციალისტებმა მებაღეებს მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ საჭირო ღონისძიებების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს.