გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი დღეს "ვივამედის" კლინიკაში მოინახულა. შვილთან შეხვედრის შემდეგ, ალასანიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს "გადასხმები უკეთდება, იმედი გაუჩნდა და თითქოს მოფერიანდა კიდეც".
"დიდხანს ვერ გავჩერდი, რადგან ექსპერტები უნდა შესულიყვნენ. პროცედურები უტარდება, გადასხმები უკეთდება. მე გამიჩნდა იმედი, თითქოს დაიწყო მოძრაობა ამ პროცესმა. ვერ იღებდა საკვებს და ეს გრძელდება. ეს გადასხმები რომ უკეთდება, იმედი გაუჩნდა, თითქოს მოფერიანდა კიდეც, მაგრამ არ ვიცი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.