შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა განაახლა უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო სანქცირებულ რუსეთის მოქალაქეთა სია.
ხაზინის დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა დაამატა.
ამკრძალავი ზომების ქვეშ ასევე მოექცა კიდევ რუსეთის 16 მოქალაქე, მათ შორის:
მშენებლობის მინისტრი ირეკ ფაიზულინი;
ვიცე-პრემიერი დიმიტრი გრიგორენკო;
კონცერნ "სევერსტალის" მეთაური, ოლიგარქი ალექსეი მორდაშოვი და მისი ვაჟები.
გარდა ამისა, სიაში მოხვდნენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარი - სერგეი როლდუგინი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი.
შეგახსენებთ, მანამდე მარია ზახაროვას სანქციები დაუწესეს ბრიტანეთისა და იაპონიის მთავრობებმა.