გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
"ახლა ისტორიული მომენტია. ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინისთვის კარების დახურვა", - თქვა ბერბოკმა.
მინისტრმა დასძინა, რომ ევროკომისია საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის თაობაზე, ივნისში მიიღებს, "მაგრამ ჩვენ გერმანელებს ამ მომენტში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს".
ამავდროულად, ბერბოკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე უკრაინა განსაკუთრებულ, პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ იქნება.
მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა "ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობაა".