გაერთიანებული სამეფო დედოფალ ელისაბედ მეორის მმართველობის 70 წლის იუბილეს ზეიმობს.
ათიათასობით ბრიტანელი ლონდონის ქუჩებში გამოვიდა, რათა პატივი მიაგონ დედოფალს პლატინის იუბილისადმი დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელიც 4 დღეს გასტანს.
დიდ ბრიტანეთში საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული მასშტაბური ღონისძიებები 2-დან 5 ივნისამდე გაიმართება.
ღონისძების ფარგლებში, ელისაბედ მეორე, სამეფო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, ბუკინგემის სასახლის აივნიდან მოედანზე შეკრებილ ურიცხვ მოქალაქეს მიესალმა.

ბუკინგემის სასახლეში პირველები მივიდნენ დედოფლის შვილები, პრინცი ჩარლში და პრინცესა ანა, ასევე შვილიშვილი პრინცი უილიამი. სამივე მათგანი სასახლეში ცხენზე ამხედრებული მივიდა.
პრინცი ჩარლზი და პრინცი უილიამი

პრინცესა ანა

მთავარი ღონისძიება, კონცერტი, სავარაუდოდ, შაბათს საღამოს, ბუკინგემის სასახლის წინ მოედანზე გაიმართება. სცენაზე გამოვლენ მსოფლიოს ცნობილი ვარსკვლავები, მუსიკოსები და მომღერლები. შოუზე დასწრება 30 ათასზე მეტ ადამიანს შეეძლება.



ელისაბედ მეორეს პლატინის იუბილეს ულოცავენ მსოფლიო ლიდერები. ვიდეომილოცვა გამოაქვეყნეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ ჯილ ბაიდენმა.
ელისაბედ II ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს 25 წლის ასაკში ავიდა. სწორედ იმ დღეს გარდაიცვალა მისი მამა, მეფე გიორგი VI.
მისი მმართველობის დროს დიდ ბრიტანეთში 14 პრემიერ მინისტრი შეიცვალა - უინსტონ ჩერჩილიდან ბორის ჯონსონამდე.