თურქეთი უკრაინას საჩუქრად გადასცემს უპილოტო საფრენ აპარატ "ბაირაქტარს", რომლის შესაძენადაც ლიეტუველებმა 5 მილიონი ევრო მოაგროვეს. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუსაუსკასი იტყობინება.
"წარმოუდგენელია, მაგრამ თურქეთი ახლახანს დათანხმდა, რომ "ბაირაქტარი", რომლის შესაძენადაც თანხას ლიეტუვა აგროვებდა, უფასოდ გადასცეს უკრაინას. ეს საოცრებაა. ჩვენს მიერ შეგროვებული თანხით კი საჭირო საბრძოლო მასალას და სხვა აღჭურვილობას შევიძენთ. ეს ფული ასევე დაიხარჯება უკრაინის მხარდასაჭერად. მადლობა თურქეთს", - წერს ანუსაუსკასი.
Bayraktar-ის საბრძოლო დრონებს უკრაინის არმია წარმატებით იყენებს რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ.