რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვის თქმით, არსებობს რისკები, რომ "დასავლეთი [უკრაინაში] საომარ მოქმედებებში ჩაებას".
"ასეთი რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს. ის, რასაც კიევის რეჟიმი უაპელაციოდ მოითხოვს თავისი დასავლელი მფარველებისგან. უპირველესად, ეს სცილდება წესიერებისა და დიპლომატიური ურთიერთობების ყოველგვარ ზღვარს. მეორეც, ეს არის დასავლეთის საომარ მოქმედებებში ჩართვის პირდაპირი პროვოკაცია", - განუცხადა ჟურნალისტებს ლავროვმა უკრაინისთვის აშშ-ის მიერ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გადაცემის გეგმების შესახებ საუბრისას.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამ რისკების კარგად ესმით დასავლელ პოლუტიკოსებს.
"არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მზად არიან წავიდნენ ამ სიგიჟიზე იმის გამო, რომ დაიკმაყოფილონ თავიანთი ამბიციები. მაგრამ ევროკავშირის სერიოზულ ქვეყნებს, რა თქმა უნდა, კარგად ესმით ასეთი სცენარების მიუღებლობა და გარკვეული გონივრული შეფასებების ნიშნები ცოტა ხნის წინ ვაშინგტონიდანაც მოვისმინეთ", - აღნიშნა ლავროვმა.