რუსეთმა უკრაინაში წარმოებულ დამპყრობლურ ომში უკვე 30 700 სამხედრო დაკარგა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
24 თებერვლის შემდეგ რუსეთმა დაკარგა:
პირადი შემადგენლობა: დაახლოებით 30 700 ;
ტანკი - 1 361;
საბრძოლო ჯავშანმანქანა - 3 343;
საარტილერიო სისტემა - 659 ;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა - 207;
საჰაერო თავდაცვის სისტემა - 94;
თვითმფრინავი - 208;
ვერტმფრენი - 175;
საავტომობილო ტექნიკა და ტანკერი - 2290 ;
გემი/კატერი - 13;
ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი - 519;
სპეციალური ტექნიკა - 49;
ფრთოსანი რაკეტა - 120;
გენშტაბი აცხადებს, რომ მტრის დანაკარგის ზუსტი რაოდენობის აღრიცხვა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო ვერ ხერხდება, ამიტომ რუსეთის დანაკარგი, შესაძლოა, მეტი იყოს.