ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა სევერდონეცკის დიდი ნაწილი დაიკავა.
უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთის სახმელეთო მოქმედებები ძლიერ კონცენტრირებულია, ძირითადი საცეცხლე ძალა კი ლუჰანსკის რეგიონის მცირე სექტორშია მობილიზებული.
"30-31 მაისის განმავლობაში სევეროდონეცკში გაძლიერდა ქუჩის ბრძოლები, რუსეთის ძალები ქალაქის ცენტრს მიუახლოვდნენ. ქალაქის ნახევარზე მეტი, სავარაუდოდ, ოკუპირებულია რუსული ჯარების, მათ შორის ჩეჩნური დაჯგუფებების მიერ", - ნათქვამია დაზვერვის ანგარიშში.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დონბასის ფარგლებს გარეთ რუსეთი აგრძელებს შორი მანძილის სარაკეტო დარტყმებს ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.
კონკრეტულად, ანგარიშში ნახსენებია სტრატეგიულად მნიშნელოვანი ხიდი, რომელიც უკრაინას რუმინეთსა და დუნაიზე უკრაინულ პორტებთან აკავშირებს, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის ექსპორტისთვის რუსეთის მიერ შავი ზღვის პორტების ბლოკირების ფონზე.
შეგახსენებთ, ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენს დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ტერიტორიების ოკუპაცია, მაგრამ ამის მისაღწევად სევეროდონეცკის ოკუპაციის გარდა სჭირდებათ კრამატორსკისა და დნიპრო-დონეცკის გზატკეცილის დაკავება.