თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
ილია ელოშვილი 47 წლის იყო.
გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ილია ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.
2012-2016 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, 2017 წელს კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, სხვადასხვა წლებში მუშაობდა კერძო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ასევე „ათასწლეულის გამოწვევის“ ფონდისა და USAID-ის პროექტებში.