შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, აშშ გააგრძელებს ამ ქვეყნების გვერდით დგომას.
"როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ ამბიციებს.
ჩვენ ამ ქვეყნების გვერდით ვიდექით ამ გზაზე, მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე და გავაგრძელებთ ამ გზაზე მათ გვერდით დგომას", - განაცხადა ნედ პრაისმა.