შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს უკრაინას მიაწოდოს სარაკეტო სისტემები, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა და სამიზნეების განადგურება შეეძლებათ. იუწყება სააგენტო Reuters.
სააგენტო ბაიდენის განცხადების ციტატას არ ავრცელებს.
შეგახსენებთ, მანამდე ამერიკული მედია, კერძოდ კი NYT იუწყებოდა, რომ თეთრ სახლში მხარი დაუჭირეს უკრაინაში შორი დისტანციის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გაგზავნას. CNN-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემების გაგზავნას უკრაინაში სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში აპირებდა.
პენტაგონის პრესსპიკერიმა ჯონ კირბიმ პარასკევს უარი თქვა დაედასტურებინა, რომ უკრაინისთვის გამშვები დანადგარების მიწოდების გადაწყვეტილება მიღებული იყო.
ამავდროულად მედიისთვის წყაროებისგან ცნობილი გახდა, რომ თეთრი სახლი უკრაინასთან მოლაპარაკებას აწარმოებს ამერიკული იარაღის გამოყენების შეზღუდვაზე, კერძოდ რუსეთის სიღრმეში სამიზნეების მიმართ.