საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ორშაბათს ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩავიდა.
კატრინ კოლონამ ვიზიტის დასაწყისში მოინახულა კიევის ოლქის სოფელი ბუჩა, სადაც რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ, ოკუპანტების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
კატრინ კოლონა გახდა ყველაზე მაღალი რანგის ფრანგი ოფიციალური პირი, რომელიც უკრაინას რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ ეწვია.
"ეს არასდროს არ უნდა მომხდარიყო. ეს აღარასდროს უნდა განმეორდეს", - განუცხადა მან ჟურნალისტებს წმინდა ანდრია პირველწოდებულის მართლმადიდებლური ეკლესიის მონახულების შემდეგ, რომლის სიახლოვესაც აღმოაჩინეს მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი საფლავი.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე პირობა დადო, რომ საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს მშვიდობის აღსადგენად.
კატრი კოლონა კიევში მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან, სადაც განიხილავს, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკირება.