საფრანგეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა კიევში ჩავიდა. ამის შესახებ მან "ტვიტერში" დაწერა.
"ახლახან ჩამოვედი უკრაინაში, რათა გამოვხატო საფრანგეთის მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ", - დაწერა მან ტვიტერზე.
იუწყებიან, რომ კატრინ კოლონა თავდაპირველად ბუჩას ეწვევა, მოგვიანებით კი შეხვედრებს გამართავს თავის უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკითან.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება ყველაზე მაღალი რანგის ფრანგი თანამდებობის პირი, რომელიც უკრაინას ეწვია რუსეთის შეჭრის დაწყებიდან.
კატრინ კოლონა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 20 მაისს ჩაუდგა სათავეში. მან ამ პოსტზე ჟან-ივ ლე დრიანი შეცვალა.