საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქ თეოფილოს III-სა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოს ქრისტოფოროს ატალას შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა იერუსალიმის პატრიარქსა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მახლობლად მიწის ნაკვეთის საქართველოსთვის გადაცემის პროცესში მათ მიერ გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა წმინდა მიწაზე საქართველოსთვის მიწის გადაცემის მნიშვნელობას.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის საარქიეპისკოპოსოში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურის პატივსაცემად,
იერუსალიმის პატრიარქისა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსის სახელით ვახშამი გაიმართა, რომელსაც მისი აღმატებულება პრინცი ღაზიც ესწრებოდა.