უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. ის იმყოფებოდა უკრაინელი სამხედროების მოწინავე პოზიციებზე, დაათვალიერა განადგურებული ინფრასტრუქტურა.
ზელენსკიმ სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფო ჯილდოები და საჩუქრები გადასცა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტს ხრკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განუცხადა ხარკოვსა და ოლქში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დანგრეულია 2 229 სახლი.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახალ სახლებში აუცილებელია ბომბსაფარებისა და სამალავების მოწყობა.
სინეგუბოვის თქმით, ამ დროისათვის მტრია მიერ დროებით ოკუპირებულია ოლქის 31 პროცენტი, 5 პროცენტი ოკუპანტებისაგნ გათავისუფლებულია. მისივე თქმით, გათავისუფლებული დასახლებების სრულად შემოწმება, განაღმვითი სამუშაოები და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენის დაწყება ამ დროისათვის ვერ ხერხდება, რადგან ამ ტერიტორიებზე სროლა ისევ გრძელდება.