თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ ორშაბათს სატელეფონო საუბარს გეგმავს ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
მისი თქმით, თურქეთი რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებას ელოდება, თუმცა ვითარება დღითიდღე უარესდება.
"ორშაბათს მე მექნება სატელეფონო დიალოგი ორივესთან რუსეთთან და უკრაინასთან. ჩვენ ვაგრძელებთ ორივე მხარისთვის მოწოდებას, რომ გამოიყენონ დიალოგისა და დიპლომატიის გზები", - განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანმა ასევე ისაუბრა ფინეთისა და შვედეთის დელეგაციების ანკარაში ვიზიტის თაობაზე. მისი თქმით, მოლაპარაკებებმა შვედეთისა და ფინეთის დელეგაციებთან, რომელიც ამ ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებას ეხებოდა, არ ჩაიარა ისე, "როგორც მოსალოდნელი იყო".
მისი თქმით, ანკარა ვერ დათანხმდება ალიანსში "ტერორიზმის მხარდამჭერი" ქვეყნების გაწევრიანებას.
თურქეთი სკანდინავიის ორ ქვეყანას ადანაშაულებს ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრებისთვის თავშესაფრის მიცემაში, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ისევე როგორც ფეთჰულა გიულენის მიმდევრებს, რომელსაც ანკარა ადანაშაულებს 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში.
იმისათვის, რომ ქვეყანა ნატოში გაწევრიანდეს, ალიანსის 30-ვე წევრის თანხმობაა საჭირო. ახლა თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა ნატოში, რომელიც ალიანში შვედეთსა და ფინეთის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.