გერმანიამ ბოლო ორ თვეში უკრაინისთვის მსუბუქი შეიარაღების მიწოდება შეამცირა. იუწყება გამოცემა Welt am Sonntag-ი წყაროზე დაყრდნობით.
30 მარტიდან 26 მაისამდე პერიოდში გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მხოლოდ ორი პარტია მიაწოდა. აპრილში - ტყვიამფრქვევების სათადარიგო ნაწილები, ნაღმები, ხელყუმბარები, მაისში კი - 4 600 ტანსკაწინააღმდეგო ნაღმი.
ამავდროულად, "უკრინფორმის" ცნობით, 28 მაისს უკრაინაში გერმანიის ელჩმა ანკა ფელგუზენმა განაცხადა, გერმანია უკრაინას მძიმე შეიარაღებას გაუგზავნის და ეს გადაწყვეტილება საბოლოოა
ელჩის თქმით, საუბარია ჰაუბიცებზე, Gepard-ის ტიპის ტანკებზე და ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღებაზე. "დეტალები არ ვიცი, მაგრამ ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა: გამოგიგზავნით მძიმე იარაღს, ვფიქრობ, ეს მოხდება", - განაცხადა ელჩმა.