რუსი დიქტატორის ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციაში დონბასში მცირე წარმატების ფონზე კვლავ გადაწყვიტეს, რომ რამდენიმე თვეში "უკრაინაში ომს გამარჯვებამდე მიიყვანენ" და კიევს დაიკავებენ. ამის შესახებ გამოცემა "მედუზა" კრემლის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც იუწყებიან, კრემლში გამარჯვების გამოცხადებისთვის "პროგრამა-მინიმუმად" ასახელებენ დონბასის ოკუპაციას, "პროგრამა-მაქსიმუმად" კი - კიევის აღებას. ჟურნალისტებს კრემლის წყარომ განუცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის დედაქალაქის დაპყრობის იდეაზე უარი არ უთქვამს.
"ჩვენ მათ [უკრაინელებს] მაინც დავამარცხებთ. სავარაუდოდ, შემოდგომისთვის ყველაფერი დასრულდება", - განაცხადა "მედუზას" ერთ-ერთმა წყარომ.
მსგავსი განწყობები შეინიშნება არამხოლოდ კრემლში, არამედ პარტია "ერთიანი როსიას" ხელმძღვანელობაში. პარტიის წარმომადგენლები რეგულარულად ჩადიან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამასთან, მედიის ცნობით, აღნიშნულ საკითზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პოზიცია ჯერ ცნობილი არ არის.
კიევის ხელში ჩაგდებისთვის კრემლმა შესაძლოა, უკრაინაში მასობრივად წაიყვანოს ახალწვეულები.
"ძირითადად ჯერ კონტრაქტორები იბრძვიან. მათი რაოდენობა საკმარისია ნელი წინსვლისთვის [უკრაინაში]. მაგრამ თუ საჭირო იქნება სწრაფი წინსვლა, შესაძლოა, ჩართონ ახალწვეულები", - განაცხადა გამოცემის წყარომ და აღნიშნა, რომ რუსეთში საერთო მობილიზაცია არ მოხდება. კრემლის ამ ნაბიჯზე რეიტინგის დაკარგვის გამო არ წავა.
ამასთან, რუსეთის ხელისუფლებაში ეჭვობენ, რომ დასავლეთი გააგრძელებს უკრაინის მასშტაბურ მხარდაჭერას, მისთვის იარაღისა და ფინანსების მიწოდებას.
"ადრე თუ გვიან ევროპას მობეზრდება მხარდაჭრა - ეს არის ფული, იარაღი, რომელიც მათ თავად სჭირდება. შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, საჭირო იქნება [რუსეთთან] გაზისა და ნავთობის შესახებ მოლაპარაკება გათბობის სეზონისთვის", - ამბობს წყარო.
"ახლა, ჩანს, ფრონტზე ბევრი არაფერი ხდება. რომ რუსული არმია იკავებს მეორეარისხოვან დასახლებულ პუნტქებს. რომ მას გარკვეული პრობლემები აქვს. მაგრამ ეს განცდა იქმნება იმის გამო, რომ უკრაინელები მაშინვე არ დანებდნენ, როგორც ბევრი ფიქრობდა. დიახ, ბლიცკრიგი არ გამოვიდა, არსებობს გარკვეული გაუგებრობები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ გავიმარჯვებთ", - განაცხადა გამოცემის წყარომ.
ამასთან, მეორე წყარომ დასძინა, რომ რუსეთს მეტი რესურსი აქვს, ვიდრე უკრაინას დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე.