საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში, რომელიც წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე, 15-16 ივნისს ბრიუსელში, ალიანსის შტაბბინაში გაიმართება.
ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საბჭოს სხდომას ასევე დაესწრებიან ევროკავშირის, უკრაინის, ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლები.
შეხვედრა სამუშაო ვახშამით 15 ივნისს გაიხსნება და მედიისთვის დახურული იქნება.
ამასთან, ნატოს შტაბბინაში შედგება უკრაინის თავდაცვის შესახებ კონტაქტური ჯგუფის შეხვედრა.