მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ მესამე პრეზიდენტი კლინიკა "ვივამედში" მოინახულა.
კლინიკაში შესვლამდე, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უკმაყოფილოა, რადგან მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელი ექსპერტების შეშვებას პენიტენციური სამსახური ამ დრომდე აჭიანურებს.
"მე იმედი გამიჩნდა, რომ ახსენეს, რომ ექსპერტიზა იქნება დაშვებული და ა.შ. მაგრამ ახლა მე ვხედავ, რომ დრო გადის და არავითარი ექსპერტიზა აქ არაა, სამუშაო დღეა. მე ველოდებოდი, რომ ვიღაცა შევიდოდა, მაგრამ რაღაც არ ჩანს და ჩანს ის, რომ ეს ადამიანი ისევ ვერ ჭამს და ისევ არის მშიერი. საერთოდ ვარ აი ამ ვითარების გამო ძალიან ნაწყენი რაც მივიღეთ. საზოგადოება საერთოდ უნდა იყოს, ქვეყანაში საერთოდ უნდა იყოს საზოგადოება და მე სამწუხაროდ... უკვე აღარავის, აღარაფერი აღარ მჯერა, მართალი გითხრათ", - ამბობს გიული ალასანია.