ღია საზოგადოების ფონდების დამაარსებელი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილანთროპი, მილიარდერი ჯორჯ სოროსი აცხადებს, რომ არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ საქართველომაც უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის უფლება. აღნიშნულის თაობაზე სოროსი თავის წერილში საუბრობს, რომელსაც Project Syndicate აქვეყნებს.
სოროსის თქმით, ევროკავშირის წევრობის უფლებას ასევე მოლდოვა და ბალკანეთის ქვეყნები იმსახურებენ.
"საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თავისი პროევროპული მიდგომის მნიშვნელოვანი გაფართოებით, მხარს უჭერს გეოგრაფიული გაფართოების მნიშვნელობას და ევროკავშირის მომზადების აუცილებლობას ამისთვის.
არა მარტო უკრაინამ, არამედ მოლდოვამ, საქართველომ და დასავლეთ ბალკანეთმა უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება.
დეტალების დამუშავებას დრო დასჭირდება, მაგრამ ევროპა, როგორც ჩანს, სწორი მიმართულებით მიდის. მან უკრაინაში შეჭრას უპასუხა უფრო დიდი სისწრაფით, ერთიანობითა და ენერგიით, ვიდრე ოდესმე მის ისტორიაში. ყოყმანის დაწყების შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე იპოვა ძლიერი პროევროპული ხმა", - ამბობს სოროსი.