თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობა. ღონისძიების ფარგლებში, საზეიმო ფიცი დადეს წვევამდელებმა.
ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნი ბავშვთა კაპელამ შეასრულა. ასევე, წელს პირველად აჟღერდა ევროკავშირის ჰიმნი სახელმწიფო კაპელას, გორის ქალთა კამერული გუნდის, სამების საპატრიარქო ტაძრისა და თბილისის ოპერის თეატრის გუნდების შესრულებით.
შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა.