ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"როგორც მსოფლიო საზოგადოების პატივსაცემი წევრი, საქართველო თავდაჯერებულად მიჰყვება სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ზრდის გზას.
ორი ხალხის ურთიერთთანაგრძნობა და გულწრფელად კეთილგანწყობილი ინტერესი ყოველთვის იყო და რჩება ბელარუსულ-ქართულ მრავალმხრივი თანამშრომლობის საიმედო საფუძველად, რომელიც აქტიურად უნდა განვითარდეს ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ", - წერს ლუკაშენკა მისალოც წერილში.