დღეს, 20 ნოემბერს, 14:00 საათზე, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის წინ გაიმართება საპროტესტო აქცია "მაყურებლის გზავნილი "რუსთავი2"-ს"
აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია: პროექტ "ვარსკვლავების აკადემიის" საქმეზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ხელახალი გამოძიება და "რუსთავი2"-ის მიერ საქმესთან დაკავშირებული დეტალების გაშუქება.
აქციის ორგანიზატორია 26 აპრილს "რუსთავი2"-ის კუთვნილი შენობის ნგრევის დროს გარდაცვლილი ნიკა გელაშვილის ოჯახი.