მილიარდერი ფილანთროპი ჯორჯ სოროსი რუსულ ენერგორესურსებზე ევროპის დამოკიდებულებაში გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის მოსკოვთან "სპეციალურ გარიგებებს" ადანაშაულებს.
"ევროპის დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე რჩება გადაჭარბებული ძირითადად ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის მიერ გატარებული მერკანტილური პოლიტიკის გამო", - თქვა სოროსმა 24 მაისს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამოსვლისას.
"მან გაზის მიწოდებაზე რუსეთთან სპეციალური გარიგებები დადო და ჩინეთი გერმანიის უმსხვილეს საექსპორტო ბაზრად აქცია", - დასძინა.
ჯორჯ სოროსის თქმით, გერმანიის ამჟამინდელი კანცლერი ოლაფ შოლცი მერკელი პოლიტიკის გასაგრძელებლად აირჩიეს, თუმცა "როგორც ჩანს, ის საბოლოოდ მაინც ყოველთვის სწორ გზას ირჩევს". სოროსი შოლცის მიერ სწორი გზის არჩევის მაგალითებად "ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის" პროექტის გაჩერებას, თავდაცვითი ხარჯების გაზრდასა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ასახელებს.
ამავდროულად, სოროსმა შეაქო იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი. სოროსის თქმით, იმ ფონზე, რომ იტალიის რუსეთის გაზზე დამოკიდებულება ისეთივე მაღალია, როგორც გერმანიისა, მარიო დრაგი გაბედულად მოქმედებს.