საქართველოში ამერიკის საელჩო ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე "ქართული ოცნების" განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. საელჩო ამბობს, რომ 30 წელია მხარს უჭერენ საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარებაა.
საელჩო განმარტავს, რომ დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, რომ თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში.
"30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია, როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან", - ნათქვამია საელჩოს კომენტარში.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოსგან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება გუშინ ითხოვა. დღეს კობახიძემ თქვა, რომ აშშ-ის საელჩოს დუმილი მათ პოზიციაზე თანხმობას ნიშნავდა.