უკრაინაში რუსეთის შეჭრა შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იყოს, - განაცხადა ამერიკელმა მილიარდერმა და ფილანთროპმა ჯორჯ სოროსმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. სოროსის გამოსვლის ტექსტი მისმა პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.
"რუსეთის უკრაინაში შეჭრა შეიძლება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი იყოს და ჩვენი ცივილიზაცია ვერ გადაუჩერს მას", - თქვა სოროსმა.
მისივე თქმით, ცივილიზაციის გადარჩენის ერთადერთი გზა შესაძლოა პუტინის დამარცხება იყოს.
"ჩვენი ცივილიზაციის გადარჩენის საუკეთესო და ალბათ ერთადერთი გზა პუტინის რაც შეიძლება მალე დამარცხებაა", - აღნიშნა სოროსმა.
სოროსის თქმით, პუტინი, რომელიც ამბობს, რომ უკრაინაში "სპეციალური ოპერაცია" გეგმის მიხედვით მიდის და კრემლი ყველა მიზანს მიაღწევს, ახლა თვლის, რომ შეჭრა შეცდომა იყო და ემზადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებისთვის.
"მაგრამ ზავი მიუღწეველია, რადგან მისი [პუტინის] ნდობა შეუძლებელია. რაც უფრო სუსტდება პუტინი, მით უფრო არაპროგნოზირებადი ხდება იგი", - თქვა მან.