ევროკომისიის პრეზდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მხარს უჭერს უკრაინის აღდგენისთვის, ჩამორთმეული რუსული აქტიების გამოყენებას.
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ლაიენმა განაცხადა, რომ ამისთვის საჭიროა ყველა შესაძლებლობის გამოყენება, მათ შორის გაყინული რუსული აქტივების.
საუბარია ზიანზე, რომელიც უკრაინას პუტინის სამხედრო აგრესიით მიადგა. ლაიენის თქმით, უნდა შეიქმნას უკრაინის მომავალი მისი მოქალაქეების იდეების შესაბამისად და მსოფლიო საზოგადოების მიზანი უნდა იყოს რუსეთის დამარცხება.
"უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში. პუტინის აგრესია კი სტრატეგიულ მარცხად უნდა იქცეს", - განაცხადა მან.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი ყველფერს გააკეთებს, რომ უკრაინას დაემხაროს აღდგენაში, რათა დამოუკიდებლად შეძლოს გადაწყვეტილების მიღება თავის მომავალთან დაკავშირებით.
"გარდა ამისა, უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია და მის წინააღმდეგ ომი მსოფლიო დემოკრატიისათვის გადამწყვეტ მომენტს წარმოადგენს", - დასძინა ფონ დერ ლაიენმა.