უკრაინელების მხოლოდ 10% არის მზად რუსეთისთვის ტერიტორიული დათმობებისთვის ომის ადრეული დასრულების მიზნით, ნათქვამია გამოკითხვის შედეგებში, რომელიც კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ჩაატარა.
გამოკითხულთა 82% ტერიტორიულ დათმობებს მისაღებად არ მიიჩნევს.
რუსეთისთვის ტერიტორიული დათმობების წინააღმდეგ გამოდის გამოკითხულთა აშკარა უმრავლესობა უკრაინის ყველა რეგიონში, მათ შორის აღმოსავლეთში (68%), სამხრეთში (83%) და რუსეთის მიერ 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე (77%).
გამოკითხვა ჩატარდა ტელეფონით, სულ გამოიკითხა 2 000 ადამიანი.
არ გამოკითხულად რესპონდენტები ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში და დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მიერ 24 თებერვლამდე კონტროლირებად ტერიტორიებზე. ასევე ისინი, ვინც დატოვა უკრაინა რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ.
დასავლეთის ზოგიერთი გავლენიანი პოლიტიკოსი და ექსპერტი უკრაინის რუსული ჯარისგან სრული განთავისუფლების მიღწევას არარეალურად, თუ არა საშიშად მიიჩნევს. გამოკითხვის შედეგები კი აჩვენებს, რომ უკრაინელთა განწყობა სხვაგვარია.
უკრაინის ლიდერები მიზნად ისახავენ კონტროლის აღდგენას ყველა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც კიევი 2014 წლამდე აკონტროლებდა.