უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა, რუსეთს მაქსიმალური სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ მან 23 მაისს, დავოსის ეკონომიკური ფორუმის გახსნაზე ვიდეოჩართვისას ისაუბრა.
მისი თქმით, სანქციები უნდა მოიცავდეს რუსული ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს, ყველა რუსული ბანკის დაბლოკვას და რუსეთთან ვაჭრობის სულად გაწყვეტას.
ზელენსკის თქმით, ასეთი სანქციები აუცილებელია იმისთვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მისივე თქმით, ყველა უცხოურმა კომპანიამ უნდა დატოვოს რუსეთი, რათა ირიბად მხარი არ დაუჭიროს რუსეთის სამხედრო აგრესიას.
ზელენსკიმ ასევე განაცადა, რომ უკრაინამ შეაკავა რუსეთის შეტევა, უკრაინელი ხალხის სიმამაცემ კი გამოიწვია დემოკრატიული სამყარის უპრეცენდენტო ერთიანობა. მისივე თქმით, კიევი განიხილავს ბალტიის პორტების გამოყენებას უკრაინიდან მარცველულის ექსპორტისთვის.
უკრაინის თემა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი ცენტრალური თემა იქნება. ფორუმი 26 მაისამდე გაგრძელდება.
ფორუმში მონაწილოებას მიღებს 2 ათასი მონაწილე, მათ შორის 50 მსოფლიო ლიდერი. პირველად, მრავალი წლის განმავლობაში ფორუმს არ დაესწრება რუსეთი.
შვეიცარიული მედია ამახვილებს ყურადღებას, რომ ფორუმზე მიწვეული პირების სია ისე შთამბეჭდავად არ გამოიყურება, როგორც ეს გასულ წლებში იყო. წელს დავოსში არ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. ასევე ფორუმზე ფართოდ არ იქნება წარმოდგენილი ჩინეთი.