ხვალ პარლამენტში საპარლამენტო დებატები გაიმართება. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დებატები 17:00 საათზე დაიწყება.
გიორგი ვაშაძის თქმით ხვალ „ქართულ ოცნებას“ სამსჯავროზე მოუწევს წარსდგენა, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხს შეეხება
"პირველად ხვალ გაიმართება საპარლამენტო დებატები, რომელიც მიეძღვნება ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, სწორედ იმ საკითხებს, რომლებსაც უკვე ასე ღიად ეწინააღმდეგება „ქართული ოცნება“. ჩვენი ქართული საზოგადოების მთავარი მიზნის მისაღწევად ყველამ ერთად უნდა გავაგონოთ ხმა ევროპას, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ძალიან ბევრ ნაბიჯს დგამს ხელის შესაშლელად. სწორედ ამიტომ, ხვალ სამსჯავროზე წარდგება „ქართული ოცნება“ და ვნახოთ, როგორ გასცემს პასუხს იმ კონკრეტულ კითხვებს, გეგმებს და საკითხებს, რომლებსაც ჩვენ დავსვამთ მათთან მიმართებაში", - ამბობს გიორგი ვაშაძე.
24 მაისის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების და კანონპროექტების განხილვის შემდეგ საპარლამენტო დებატები გაიმართება თემზე: "საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაცია".