უკრაინაში ომის დაწყებიდან სამ თვეში, რუსეთის მხრიდან დაღუპულების რაოდენობა, ავღანეთში საბჭოთა კავშირის 9-წლიანი ომის დროს დაღუპულთა რაოდენობას უტოლდება. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.
დანაკარგის ასეთი მაღალი მაჩვენებელი, რომელიც დონბასში შეტევის დროს სულ უფრო იზრდება, გამოიწვია ცალკეული ქვედანაყოფების დონეზე ცუდმა ტაქტიკურმა მომზადებამ, მეთაურების მიერ შეცდომების გამეორებამ და გაღრმავებამ და ჰაერიდან არასაკმარისმა მხარდაჭერამ.
ამასთან, დაზვერვა აღნიშნავს, რომ უკრაინაში მსხვერპლთა რიცხვის ზრდასთან ერთად, რუსეთში მოსახლეობისათვის დანაკარგები სულ უფრო ცხადი გახდება, რამაც შესაძლოა, გაზარდოს საზოგადოებაში ომით უკმაყოფილობის გამოხატვა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ბოლო მონაცემებით, უკრაინაში წარმოებულ დამპყრობლურ ომში რუსეთმა უკვე 29 050 სამხედრო დაკარგა.
ფოტო: DPA