პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა კიევში ვიზიტის დროს უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოვიდა.
"რუსმა დამპყრობლებმა ვერ შეძლეს თქვენი გატეხვა და მე ღრმად მწამს, რომ ვერასდროს შეძლებს. თავისუფალ სამყაროს ახლა უკრაინის სახე აქვს. ისმის შემაშფოთებელი ხმები, ამბობენ, რომ უკრაინა პუტინის მოთხოვნებს უნდა დაემორჩილოს... მაგრამ მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება გადაწყვიტოს თავისი მომავალი. საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთისგან უნდა მოითხოვოს შეწყვიტოს აგრესია და დატოვოს უკრინის ტერიტორია, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის ხელყოფა. არ იქნება არანაირი მოლაპარაკება და გადაწყვეტილებები უკრაინის ზურგს უკან. არაფერი იქნება თქვენს გარეშე, აბსოლუტურად - ეს რკინის პრინციპია", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
დუდამ განაცხადა, რომ დღეს დასავლეთი გამოცდას აბარებს, თუ რას ნიშნავს მისთვის დეკლარირებული ღირებულებები.
"თუ თავისი ეკონომიკური ინტერესებისთვის ან პოლიტიკური ამბიციებისთვის უკრაინა მსხვერპლს შესწირავს, ერთი თავისი ტერიტორიის ერთი სანტიმეტრითაც კი ან სუვერენიტეტის ნატეხით - ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა არამხოლოდ უკრაინელი ხალხისთვის, არამედ მთელი დასავლეთის საზოგადოებისათვის... ბუჩის, ბოროდიანკის, მარიუპოლის შემდეგ შეუძლებელია რუსეთთან ჩვეულებრისამებრ დაბრუნება", - აღნიშნა დუდამ.
დუდამ ასევე განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს და ძალისხევას არ დააკლებს, რათა უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს.
პოლონეთის პრეზიდენტი პირველი უცხო ქვეყნის მეთაურია, რომელიც ომის დაწყების შემდეგ რადაში სიტყვთ გამოვიდა.