პაკისტანში ქართული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი, შესაძლოა, ძრავში ფრინველების მოხვედრა გახდარიყო.
ამის შესახებ ლაინერის მფლობელმა, ქართული ავიაკომპანია "შუნწაყს Aირლინეს" გენარალურმა დირექტორმა ჯემალ თამაზაშვილმა განაცხადა.
"თვითმფრინავი იადულრ მდგომარეობაში იყო. მან ორი კვირის წინ გაიარა გეგმიური შემოწმება, ხოლო პილოტებმა გაფრენის წინ 18 საათი დაისვენეს", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას თამაზაშვილმა.
მისვე თქმით, ავიაკატასტროფის გამომწვევ მოკველვაში ქართული მხარეც ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს, თბილისის დროით 00:45 წუთზე პაკისტანის ქალაქ ყარაჩის აეროპორტიდან რეისი MGჩ-4412 სუდანის ქალაქ ხართუმისკენ ასრულებდა კომპანია "სან ვეის" კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი "IL 76" (ბორტის ნომერი 4ლ-GNI) ასრულებდა. აფრენიდან დაახლოებით სამ წუთში თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. დაიღუპა ეკიპაჟის 8 წევრი (7 უკრაინის მოქალაქე და ერთი - რუსეთის ფედერაციის).
თვითმფრინავი ჩამოვარდა მშენებარე ობიექტის ტერიტორიაზე. ხმელეთზე დარპულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. არსებული ინფორმაციით, მათი რიცხვი 4 ადამიანს არ აჭარბებს.