პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა და დღეს უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლას გეგმავს. ინფორმაციას პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„პრეზიდენტი ანჯეი დუდა იმყოფება უკრაინაში. კვირას, კიევში, უმაღლეს რადაში პოლონეთის პრეზიდენტი სიტყვით გამოვა. ის იქნება პირველი უცხო ქვეყნის მეთაური, ომის დაწყების შემდეგ, რომელიც რადაში სიტყვთ გამოვა“, - ნათქვამია პოლონეთის პრეზიდენტი ადმინისტრაციის განცხადებაში.