დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა.
სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრა დაფიქსირდა თბილისის დროით 08:42 საათზე და 3.3 (ml) მაგნიტუდის სიდიდის იყო.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო დედოფლისწყაროსთან.
მანამდე, 3.6 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 06:12 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ბორჯომთან.