საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელისუფლებას და ოპოზიციას ქვეყნის გაერთიანების მისაღწევად პირადი ინტერესების დათმობისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ილია მეორემ დღეს, ყოვლადწმინდა სამების საკათადრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს, ბრძანა.
ამასთან, პატრიარქმა საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობა, პარლამენტი, მხედრობა და ოპოზიცია დალოცა.
"ღმერთმა დალოცოს პრეზიდენტი ჩვენი, პარლამენტი, მთავრობა, მინისტრთა კაბინეტი, ღმერთმა დალოცოს მხედრობა ჩვენი, ღმერთმა დალოცოს მთავრობა და ოპოზიცია. ორივემ მინდა იცოდეს, რომ ჩვენს წინაშე არის სამშობლო, ამიტომ უნდა დათმონ პირადი და ყველაფერი გაკეთონ, რომ საქართველო გამთლიანდეს", - ბრძანა ქადგების დროს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
შეგახსნებთ, რომ დღეს შობის მარხვა დაიწყო, რომელიც ყველაზე დიდი მარხვაა. 25 დეკემბრამდე კი მარხვის დროს, ოთხშაბათი-პარასკევის გარდა, თევზით ხსნილი იქნება.