ხვალ, 29 ნოემბერს რუსთავის მე-17 საჯარო სკოლაში გაიმართება კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულის დავით მაისურაძის ნამუშევრების გამოფენა.
შეგახსნებთ, რომ კონკურსი „ქართული კალიგრაფია" ჩატარდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „წამის" ორგანიზებით.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 33 ქართული, ებრაული და არაბული კალიგრაფიული ნიმუში. გამოფენის მიზანია ასომთავრული, ნუსხური და მხედრული დამწერლობის პოპულარიზაცია, თემატიკა თავისუფალია.
გამოფენის გახსნას დაესწრებიან ქვემო ქართილის ადმინისტრაციისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
ღონისძიება ხვალ, 29 ნოემბერს, 14:30 საათზე რუსთავის მე-17 საჯარო სკოლაში გაიმართება.