ამერიკელ მსახიობსა და პროდიუსერს ტომ კრუზს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიო "ოქროს პალმის რტო" გადაეცა.
59 წლის მსახიობს საპატიო ჯილდო ფესტივალის დირექტორმა პიერ ლესკირმა გადასცა.
როგორც იუწყებიან, ტომ კრუზისთვის საპატიო ოქროს პალმის რტოს გადაცემა ყველასთვის მოულოდნელი იყო, რადგან ფესტივალის ორგანიზატორებს, ტრადიციისამებრს, წინასწარ არ ჰქონდათ ეს ინფორმაცია გაჟღერებული.
ჯილდოს მიღებამდე ტომ კრუზმა აუდიტორიისთვის მასტერკლასი ჩაატარა და მაყურებლის შეკითხვებს უპასუხა.
ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართა ტომ კრუზის მონაწილეობით, ფილმ Top Gun: Maverick-ის ჩვენება.
ტომ კრუზი კანის კინოფესტივალზე ბოლოს 30 წლის წინ იმყოფებოდა.
გასული წლების განმავლობაში საპატიო "ოქროს პალმის რტო" კინემატოგრაფიაში გამორჩეული დამსახურებისთვის ჯოდი ფოსტერს, ჟანა მოროს, ჯეინ ფონდას, ჟან-პოლ ბელმონდოს, ბერნარდო ბერტოლუჩის, ალენ დელონს და სხვებს ერგოთ.
საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე, კანის საიუბილეო 75-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 17 მაისს გაიხსნა.