ხვალ, 29 ნოემბერს, 11:00-დან 22:00 საათამდე თბილისის ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება შეეზღუდება.
კომპანია `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის~ ინფორმაციით, დიღმის ველზე, 900 მმ-იან მე-2 მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, წყალმომარაგება შეუწყდება:
დიდ დიღომს, `სასოფლოს~, ვაშლიჯვრისა და დიღმის ველის კერძო დასახლებებს და მიმდებარე წარმოება-დაწესებულებებს, სოფელ ზურგოვანსა და ზაჰესის დასახლების ნაწილს, დიღმის მასივის I კვარტლის 16-სართულიან კორპუსებს, გოთუას ქუჩას, ზემო ვეძისის დასახლებას, ვაზისუბნის ქუჩასა და მის მიმდებარე ქუჩებს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალს დაბალი წნევით მიიღებს: ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირები.
დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის~ საავარიო ბრიგადები ხვალ დილიდან შეუდგებიან.
კომპანია `ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი~ ითვალისწინებს წყალმომარაგების შეზღუდვით გამოწვეულ დისკომფორტს და ბოდიშს უხდის თავის მომხმარებლებს.